დავები და თანხის დაბრუნება
1. სანამ დავას გახსნით
- დაუკავშირდით მეორე მხარეს ჩათში და სცადეთ შეთანხმება.
- დამკვეთს შეუძლია მოითხოვოს შესწორება პაკეტით გათვალისწინებული რაოდენობით.
2. დავის გახსნა
დავა შეუძლია გახსნას ორივე მხარეს, სანამ შეკვეთა აქტიურია. დავის გახსნისას შეკვეთის დარჩენილი თანხა რჩება Escrow-ში და გადაწყვეტილებამდე არავის გადაეცემა.
3. შესაძლო გადაწყვეტილებები
არბიტრი დარჩენილ თანხას ანაწილებს ფრილანსერსა და დამკვეთს შორის (100%/0, 75%/25%, 50%/50%, 25%/75%, 0/100%). ფრილანსერის წილს ეკისრება 10% საკომისიო.
4. ავტომატური დასრულება
თუ ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში დამკვეთი არ ადასტურებს შეკვეთას, არ ითხოვს შესწორებას და არ ხსნის დავას, შეკვეთა ავტომატურად სრულდება და თანხა გადაეცემა ფრილანსერს.
5. ბალანსის დაბრუნება
ბალანსზე შევსებული გამოუყენებელი თანხა შეიძლება გატანილ იქნეს გატანის ზოგადი წესით (KYC ვერიფიკაციის შემდეგ).