როგორ მუშაობს NAB.GE
NAB.GE ერთმანეთს აკავშირებს დამკვეთსა და ფრილანსერს და ორივე მხარეს იცავს: თანხა ინახება პლატფორმაზე და ფრილანსერს გადაეცემა სამუშაოს ჩაბარების შემდეგ.
დამკვეთისთვის
- აირჩიეთ სერვისი ან გამოაქვეყნეთ საკუთარი პროექტი და მიიღეთ ბიდები ფრილანსერებისგან.
- შეავსეთ ბალანსი TBC-ით ან საქართველოს ბანკით.
- გააფორმეთ შეკვეთა. თანხა დაიბლოკება Escrow-ში.
- მიიღეთ ნამუშევარი, მოითხოვეთ შესწორება საჭიროების შემთხვევაში და დაადასტურეთ. დადასტურების შემდეგ თანხა გადაეცემა ფრილანსერს.
- შეაფასეთ ფრილანსერი და სურვილის შემთხვევაში დაუტოვეთ ბონუსი (Tip).
ფრილანსერისთვის
- დარეგისტრირდით ფრილანსერად, შეავსეთ პროფილი და გამოაქვეყნეთ სერვისი.
- მიიღეთ შეკვეთა, ჩააბარეთ ნამუშევარი და დაელოდეთ დამკვეთის დადასტურებას.
- შემოსავალი ბალანსზე აისახება. გასატანად გაიარეთ KYC ვერიფიკაცია და გააგზავნეთ მოთხოვნა.
საკომისიო
NAB.GE იღებს შეკვეთის თანხის 10%-ს, რომელიც ფრილანსერის შემოსავლიდან გამოიქვითება. დამკვეთი იხდის სერვისის ფასს დამატებითი საკომისიოს გარეშე. ბონუსი (Tip) ფრილანსერს 100%-ით გადაეცემა.